14:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 12:03:58, 505 ნახვა

პოლიტიკა
სერგეენკო: დავესწრები თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას, უახლოეს დღეებში პროტოკოლის მიხედვით განისაზღვრება

არანაირი შეზღუდვა პრეზიდენტის  წლიურ ანგარიშზე დასწრებასთან დაკავშირებით არ არსებობს. პრივილეგია არავის აქვს,- ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით მკაფიო განმარტება გააკეთა რამოდენიმე საათის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ,  რომელმაც აღნიშნა, რომ არანაირი შეზღუდვა წლიურ ანგარიშზე დასწრებასთან დაკავშირებით არ არსებობს. არანაირი გამოკვეთილი პრივილეგიები არ აქვს ვინმეს, რომ დაესწროს,  ან ვინმემ ვერ შეძლოს მისი გაკეთება.ეს არის ჩემი აზრით,  ძალიან მკაფიო ახსნა ამ საკითხის მიმართ",-განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა  თავად  პრეზიდენტის გამოსვლას, სერგეენკომ განაცხადა, რომ ეს   უახლოეს დღეებში შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით განისაზღვრება.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 31 მარტს წარდგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics