12:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 17:01:06, 515 ნახვა

პოლიტიკა
თავისუფლების მოედანზე “ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დაიწყო - პირდაპირი ეთერი

თავისუფლების მოედანზე, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა კობა სუბელიანმა განუცხადა, მთავრობა არის უნიათო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ეკონომიკური სტაგნაციისთვის. ამიტომ, სუბელიანის თქმით, უნიათო მთავრობა უნდა გადადგეს.

ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა ნიკა მელიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „ხელისუფლებას წითელი აენთო, მათ წინააღმდეგ წამზომი ჩართულია.

აქციაზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ვარდების მოედნიდან და ე.წ. კოლმეურნეობის მოედნიდან რეგიონებიდან ჩამოსული აქციის მონაწილეები თავისფულების მოედანზე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ. მათ ნატო-ს, ევროკავშირის, უკრაინის და საქართველოს დროშები, ასევე ტრასპარანტები აქვთ გამოტანილი წარწერით - „გადადგეს უნიათო მთავრობა“.

ამ დროისთვის, თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ლიდერები სიტყვით გამოდიან.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აქციის გამო, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩები და რუსთაველი გამზირი გადაკეტილია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics