10:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 12:30:59, 353 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გადავდივართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე

„ჩვენ გადავდივართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე“,-ასე გამოეხმაურა  საქართველოს ექს პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ  დაგეგმილ დღევანდელ აქციას „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
მისივე თქმით, ის  დარწმუნებულია, რომ დღევანდელი აქცია მშვიდობიანად ჩაივლის.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი აქცია ჩაივლის მშვიდობიანად, ჩვენი საზოგადოება ჩვეული ცივილიზებულობით, ღირსებითა და კანონის სრული დაცვით გამოხატავს თავის მყარ პოზიციას.
ერთი რამ ცხადია, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 16:00 საათზე  თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას გამართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics