10:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 18:23:34, 363 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის შეფასებით, ნარმანია ევროპული სტილის მენეჯერია, თუმცა დღევანდელ რეალობას ჯერ ვერ ერგება

„სახელმწიფო არ არსებობს, სადაც სახელმწიფო მოხელეს კორუფცია არ ჩაუდენია“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან დედაქალაქის მერის დავით  ნარმანიას საქმიანობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ევროპული სტილის მენეჯერია, თუმცა დღევანდელ ქართულ ხასიათს  ჯერ ვერ ერგება.

„კორუფციას ყველგან ნახავთ, სახელმწიფო არ არსებობს, სადაც სახელმწიფო მოხელეს კორუფცია არ ჩაუდენია. მე არ ვიცი ასეთი სახელმწიფო. რაც შეეხება ნარმანიას, ის არის მეთოდური, ევროპული ტიპის მენეჯერი. საქართველოს, ქართულ ხასიათს, დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას ჯერ  შეიძლება ბოლომდე იდეალურად ვერ ერგება. მე მოვუწოდე და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მას, მოუწევს რეალობის გათვალისწინება და თავისი მენეჯერული თვისებების ცოტა მეტი ფორსირება მოუწევს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ნარმანია მერად იმიტომ იქნა არჩეული, რომ მიხეილ სააკაშვილის დროინდელი მერიის მუშაობის სტილი შეეცვალა.

„ საერთო ჯამში ნარმანია არჩეული იყო იმისთვის, რომ ის ახალი ტიპის მართვის სიმბოლო ყოფილიყო. ის რაც სააკაშვილმა დააფუძნა, რომ 2–3 წელში, 1 წელიწადში შენობებს აშენებდნენ და გზებს აგებდნენ, რომლებიც რამდენიმე დღეში ფუჭდებოდა. ეს იყო ჩემთვის ეტალონი იმისა, რომ ეს სტილი უნდა დაფუძნდეს. მომავალში ნარმანიას სტილი იქნება იდეალური“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics