2015-03-20 18:18:14, 351 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი რუსთავი2-ს, მაესტროს და ტაბულას: თქვენ სიცრუეს ტირაჟირებთ
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, მაესტროს, ტაბულას მიმართა და განაცხადა, რომ ისინი სიცრუეს ტირაჟირებენ.
როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნული ტელეკომპიების გამო მან შეხვედრაზე დააგვიანა.
„როგორც იცით, მე ძალიან პუნქტუალური ვარ. შეხვედრა მქონდა, ვჩქარობდი და თქვენ ამის საშუალება არ მომეცით. ძალადობას ჰგავდა ეს ყველაფერი. სიმბოლური იყო, როგორ მომდევდით. ავტორები გახლდათ რუსთავი 2, მერე ტაბულა და მაესტრო უბამდა ხმას. ეს ძალიან სიმბოლური იყო როგორ მოსდევდით. ორი წელი თქვენ სიცრუეს ტირაჟირებთ. რუსთავი-2 ის გარდა სხვა ტელევიზიებიც ახერხებენ ამ ფერხულში ჩაბმას. აი,რუსთავი2, დიახ, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ ძირითადად სიცრუეზე მუშაობთ“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან