17:44 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 16:11:17, 656 ნახვა

სამხედრო
კიბერუსაფრთხოების ბიუროში დაჭრილი სამხედროების სტაჟირება მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროში სტაჟირებაზე მყოფ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სარდლებმა, პოლკოვნიკებმა - შავლეგო ტაბატაძემ და შალვა ჯაბახიძემ, წახალისების მიზნით, მადლობა გამოუცხადეს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები - პირველი კლასის რიგითი გურამ ჩიმახიძე და უმცროსი სერჟანტი მიხეილ დოლიძე კიბერუსაფრთხოების ბიუროში სტაჟირებას მარტიდან გადიან. მათი ტრენერებად გადამზადების მიზანი კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლება და სოციალური ინტეგრაციაა. სტაჟირების პერიოდში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები კიბერუსაფრთხოების საბაზისო საკითხებს, უწყების სტრუქტურას, ფუნქციასა და ამოცანებს გაეცნენ, ასევე, ჩართული იყვნენ სხვადასხვა აქტივობაში. 

ღონისძიებაზე კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობისთვის დაგეგმილ საბაზისო ტრენინგებს, კიბერუსაფრთხოების ბიუროში დასაქმების შემდეგ, სწორედ, გადამზადებული დაჭრილი ჯარისკაცები ჩაატარებენ.

პირველი კლასის რიგითმა გურამ ჩიმახიძემ და უმცროსმა სერჟანტმა მიხეილ დოლიძემ სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინეს თემაზე - „ვირტუალურ სივრცეში არსებული საფრთხეები“.

შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

(ns) 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics