2016-05-13 22:29:17, 1309 ნახვა
მსოფლიო
ტერორისტებმა ერაყის კაფე-ბარში 16 ადამიანი ჩაცხრილეს და ხალხმრავალ ბაზართან ბომბი ააფეთქეს
ტერორისტებმა ერაყის კაფე-ბარში 16 ადამიანი ჩაცხრილეს და ხალხმრავალ ბაზართან ბომბი ააფეთქეს, ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
პირველად ერაყის ქალაქ ბალადში დაუდგენელმა პირებმა ერთ-ერთი კაფე-ბარის მისამართით ავტომობილიდან ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც იქ ხალხმრავლობა იყო. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სროლას და აფეთქებას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა.
მოგვიანებით, ინციდენტს ბაზართან აფეთქება მოჰყვა. ორივე შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
ცნობისთვის, ქალაქი ბალადი შიიტი მუსლიმებითაა დასახლებული, რომელთა წინააღმდეგ თავდასხმები სისტემატურად ხორციელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან