2016-05-13 21:50:14, 1081 ნახვა
მსოფლიო
ერაყში ტერორისტებმა მადრიდის რეალის ფანკლუბის 14 წევრი მოკლეს
ერაყში ტერორისტებმა მადრიდის რეალის ფანკლუბის 14 წევრი მოკლეს.
ბაღდადში, მადრიდის რეალის ადგილობრივი ფანკლუბის შენობაში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წევრები AK-47 ტიპის ავტომატებით შეიჭრნენ და ფანკლუბის წევრებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, 28 კი დაშავდა.
ფანკლუბის პრეზიდენტის ზიად სუბჰანის განცხადებით, თავდასხმის მოტივი ის იყო, რომ ტერორისტების აზრით, ფეხბურთი ანტი-მუსლიმურია.
"ე.წ. ისლამურის სახელმწიფოს წევრები, ფანკლუბის შენობაში AK-47 ტიპის ავტომატებით შემოიჭრნენ და ესროდნენ ყველას, ვინც შენობაში იმყოფებოდა. მათ ფეხბურთი არ მოსწონთ, ისინი თვლიან, რომ ფეხბურთი ანტი-მუსლიმურია. ისინი მსგავს თავდასხმებს ძალიან მარტივად ახორციელებენ. ეს საშინელი ტრაგედიაა", - განაცხადა სუბჰანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან