2016-05-11 14:25:31, 1040 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადის გარეუბანში აფეთქებას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ბაღდადის გარეუბანში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედიის ცნობით, მსხვერპლის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც სააგენტო Reuters პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, აფეთქებას 50 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
აფეთქება მადინატ-ეს-სადრის რაიონში განხორციელდა, სადაც ძირითადად შიიტები ცხოვრობენ. აფეთქება ბაზრის შესასვლელთან მოხდა.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ერაყის დედაქალაქში თავდასხმები გახშირდა. ბოლო თვეებში მომხდარი აფეთქებების ნაწილზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან