11:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-08 17:40:07, 3549 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ყაველაშვილი ავრცელებს.

"შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნეთ საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე ნაყოფიერი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროში.

ყურადღება გავამახვილე „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე. ამასთან, აღვნიშნე, რომ საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს შუა დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიან ფუნქციონირებას.

კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა". - წერს ყაველაშვილი Facebook-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics