2025-11-07 16:20:28, 860 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი: გადააყოლეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა დაფინანსების დამალვას
ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ თავს ესხმის ბრიუსელს.
"დე ფაქტო შეაჩერა ბრიუსელმა, ბრიუსელია დამნაშავე ამ ურთიერთობების შეჩერების, იმის გამო, რომ ოღონდ არ გაესაჯაროვებინათ საკუთარი დაფინანსება, ოღონდ დამალული ყოფილიყო ეს ფინანსები, გადააყოლეს თავის მავნე დაფინანსებას ისფედების, პარტიებს აფინანსებდნენ პირდაპირ, სირცხვილიას აფინანსებდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს აფინანსებდნენ, ეს რომ არ გაგვეგო ქართველ ხალხს, რასაც ახლა ნელ-ნელა ვიგებთ, ეს რომ დაემალათ გადააყოლეს ამ ყველაფერს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სირცხვილია მართლა, რომ ევროპა მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცე იქცა ბოროტი გეგმების, სხვა ქვეყნისთვის ძირის გამოთხრის, რეჟიმჩეინჯების, ხალხზე ზემოქმედების ინსტრუმენტად", - ამბობს ის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,