11:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-11 15:49:13, 901 ნახვა

რეგიონი
მერია - ქედაში დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქედის განყოფილების უფროსთან გოჩა ბერიძესთან და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ კოკოტაურში გზის გაწმენდითი სამუშაოები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეონს შიდა-სასოფლო საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები, იწმინდება სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი გზის დარჩენილი 2 ლოკაცია, სამუშაოები 19 მიმართულებით ხორციელდება, რომელშიც ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკა. 

"ოქტომბრის და მერისის ადმინისტრაციულ ერთეულებში, აჭარის გეოლოგიური სამსახურის ორი ჯგუფი და მუნიციპალიტეტის "სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემსწავლელი" კომისია განვითარებული მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების და ტერიტორიების შესწავლას აგრძელებს.

გეოლოგების ჯგუფმა უკვე შეისწავლა ექვსი ადმინისტრაციული ერთეული.

ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.
მოქმედებს ცხელი ხაზი: 595 08 43 31",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics