|
2023-11-11 13:03:52, 1031 ნახვა
რეგიონი
მიმდინარე წელს კასპში, „დინამო თბილისის“ აკადემიის მიერ პროგრამის - „საფეხბურთო ყურადღება რეგიონების“ ფარგლებში ერთი სავარჯიშო ჯგუფი გაიხსნა
მიმდინარე წელს კასპში, "დინამო თბილისის" აკადემიის მიერ პროგრამის - "საფეხბურთო ყურადღება რეგიონების" ფარგლებში ერთი სავარჯიშო ჯგუფი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ჯგუფი, რომელსაც მწვრთნელები შავლეგ მაჭარაშვილი და ნიკა ლეკვეიშვილი ავარჯიშებენ აკადემიის მიერ ჩატარებული „საშემოდგომო ფესტივალი“-ს გამარჯვებული გახდა. "კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი კასპის „დინამო“-ს ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ფეხბურთის მოედანზე შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. ფესტივალი 2011-2012 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა. გუნდის შედეგებმა ცხადყო, რომ გუნდი იზრდება და ვითარდება სწორად, რაც მწვთრნელების დიდი დამსახურებაა. მწვრთნელებმა ვახტანგ მაისურაძესა და შოთა ბეგლარაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)