2022-09-14 11:43:11, 1403 ნახვა
რეგიონი
აჭარის კულტურის სამინისტროში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, სასწავლო წლის დაწყების წინ ტრადიციულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების უფროსები ესწრებოდნენ.
საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვედრაზე მიეცათ რეკომენდაციები სეზონური ვირუსების პრევენციისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),