2022-09-02 15:06:47, 1755 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება
ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციის და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გატარების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით 1 120 270 ლარის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება.
მეწყრული პროცესების შესამცირებლად სოფლებში, ძირითადად საცხოვრებელი სახლების ასევე, სასოფლო გზების მიმდებარედ მონოლითური და რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების, გაბიონების და ფერდსამაგრი კედლების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიების ფარგლებში 17 პროექტი, ხოლო შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 12 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),