08:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-24 16:50:00, 1850 ნახვა

რეგიონი
შეეცადნენ დღევანდელი დღის საფარქვეშ კონკრეტული პროვოკაციების მოწყობას - ბათუმის მერი ”ნაცმოძრაობაზე”

ბათუმის მერი უკრაინის მოქალაქეების მიერ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებებს გამოეხმაურა. არჩილ ჩიქოვანმა ”ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

მერის თქმით, ღონისძიება "საოცრებათა მოედანზე" აუცილებლად გაიმართება. მან პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორსაც მიმართა. მისი განცხადებით, ინსპექტორი უნდა დაინტერესდეს იმ ფაქტით, რომ გუშინ მედიაში ბათუმის მერის მოადგილის და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მიმოწერა გავრცელდა.

"შეეცადნენ მხოლოდ დღევანდელი დღის საფარქვეშ კონკრეტული პროვოკაციების მოწყობას, რაც ამ ქალაქისა და ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან სამწუხარო ფაქტია. მინდა ერთ კონრეტულ ფაქტზე გავამახვილო კვლავ ყურადღება, ეს არის პერსონალური მონაცემების ნაწილი და ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რაც გუშინ ვიხილეთ ტელევიზიებით.დარწმუნებული ვარ, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი შესაბამის რეაგირებას მოახდენს ამ ფაქტზე,"- აცხადებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics