2020-04-20 12:19:19, 15336 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხი ბექაიამ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ცალმხრივი პნევმონია აქვს.
„ამ წუთისათვის კლინიკაში 43 პაციენტია, 34 კვლევა იქნა გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში 34 უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. ერთი არის კრიტიკული პაციენტი, ესაა წალკიდან გადმოყვანილი პაციენტი, რომელთანაც ცალმხრივი პნევმონია აღინიშნება“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.
აღსანიშნავია ისიც, რომ კორონავირუსზე ტესტირება პაციენტს დღეს ჩაუტარდება.
„მისი კვლევა ჯერ არაა ჩატარებული, ახლა იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ნიმუში“, - განაცხადა მარეხი ბექაია.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან