16:09 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-04 12:26:15, 3002 ნახვა

ომი უკრაინაში
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 33 პაციენტის პასუხი უარყოფითია, 3-ის პასუხი კი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 პაციენტიდან კორონავირუსზე 33-ის პასუხი უარყოფითია, 3-ის პასუხს კი დღის განმავლობაში ელოდებიან.

მისი თქმით, „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„ „მედალფაში“ არის 7 დადასტურებული დაავადებული, რომელთაგანაც ერთ-ერთის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. დანარჩენი 6 პაციენტის მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. რაც შეეხება 24 საათის განმავლობაში, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გატარდა 36 პაციენტი. ესენი იყვნენ თვითდინებით შესული, ასევე საკარანტინე ზონიდან და ონლაინ კლინიკიდან გადამისამართებული პირები, რომელთაგანაც 33 შემთხვევაში მივიღეთ უარყოფითი კვლევის პასუხი, 3 შესაძლო შემთხვევა ახლა არის ლაბორატორიული კვლევის ფაზაში და დღის განმავლობაში გვეცოდინება მათ შესახებ ინფორმაცია“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics