2015-05-30 12:04:34, 811 ნახვა
სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში მდებარე სასტუმროების - „საბუდარა“-სა და „ვიზა“-ს დირექტორი, 1971 წელს დაბადებული ნიკოლოზ ზ. და ადმინისტრატორები - 1963 წელს დაბადებული ცისანა ნ, 1977 წელს დაბადებული ლეილა ხ, 1968 წელს დაბადებული შორენა ბ. და 1973 წელს დაბადებული ია რ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან