2015-05-26 15:11:05, 566 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური: 2011 წლის 26 მაისის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
მისივე თქმით, დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში დამნაშავეები დაისჯებიან.
„მიმდინარეობს გამოძიება. თუ გამოიკვეთა დანაშაული, ამაზე დაისჯებიან. თუ არ გამოიკვეთა, ვერ დავსჯით. კანონი უზენაესია და მოსამართლე წყვეტს ვინ დასაჯოს და ვინ არა“, – აღნიშნა გომელაურმა.
ცნობისთვის, 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე საქართველოს უკვე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციები 21 მაისიდან 26 მაისამდე მიმდინარეობდა. 26 მაისს კი, სამართალდამცავმა ორგანოებმა აქტივისტები დაარბიეს, რომლის დროსაც, ასეულობით მშვიდობიანი მომიტინგე დაშავდა, რამდენიმე კი, დაიღუპა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან