2015-04-23 16:48:53, 528 ნახვა
საზოგადოება
მოსახლეობა 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე დიდი ფასდაკლებით ისარგებლებს
მიმდინარე წლის სავარაუდოდ ივნისის თვიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახალ პროექტს განახორციელებს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობა მინიმუმ 200 დასახელების პირველადი მოხმარების, ე.წ. ესენციურ მედიკამენტებზე ფასდაკლებით ისარგებლებს.
მისივე თქმით, ამ მედიკამენტების შეძენისას, მომხმარებელი მესამედით ნაკლებ ფასს გადაიხდის.
„სავარაუდოდ ივნისიდან დაიწყება პროექტი, რომლის მიხედვითაც მინიმუმ 200 დასახელების მედიკამენტი , რომელიც არის პირველადი მოხმარების, ე.წ. ესენციური მედიკამენტები, შევძლებთ, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, მინიმუმ მესამედით ნაკლებ ფასად“, - აღნიშნა სერგეენკომ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან