2015-04-23 11:44:55, 488 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიას ინფორმაციით, პრობლემური პროექტების განახლების პროცესი დაწყებულია
„პრობლემური პროექტების განახლება დაწყებულია“,- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს საინვესტიციო გარემოს კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განცხადებით, მერის ინიციატივით შექმნილმა საინვესტიციო პროექტების მხარდამჭერმა ჯგუფმა 100 -ზე მეტი პრობლემური პროექტი განიხილა და მათ ბარიერები მოუხსნა.
„ცენტრალური ხელისფლების ინიციატივა შეჩერებული მშენებლობების მხარდაჭერასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდანაც იქნა მხარდაჭერილი და მშენებლობის ნებართვის K2 კოეფიციანტისგან 2008 წლამდე დაწყებული მშენებლობები გავათავისუფლეთ“,-აღნიშნა ნარმანიამ.
ამასთან, ნარმანიას ინფორმაციით, რამდენიმე პროექტი უკვე დაიძრა.
„მას შემდგეგ, რაც შესაბამისი ცვლილელბები ბოლომდე იქნება მიყვანილი უფრო მეტი პროექტის განვითარება იქნება შესაძლებელი“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან