2015-04-20 15:58:18, 527 ნახვა
საზოგადოება
24 აპრილის ჩათვლით საქართველოში არამდგრადი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
„24 აპრილის ჩათვლით მთელ საქართველოში არამდგრადი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი“,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისივე პროგნოზით, 25 აპრილიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს.
„24 აპრილის ჩათვლით არამდგრადი, შედარებით , ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება საქართველოში, 25 აპრილიდან კი გამოიდარებს როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში. ტეპერატურა დასავლეთ საქართველოში იქნება დღისით 14 გრადუსი, ღამე კი 9, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღამე + 7 გრადუსი, ხოლო დღისით +12 გრადუსი იქნება“,-განაცხადა ნიორაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან