22:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 17:28:20, 871 ნახვა

სხვადასხვა
გიორგი მღებრიშვილმა იმერეთში გასვლითი თათბირი ჩაატარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გასვლითი გაფართოებული სამუშაო თათბირი ჩაატარა. შეხვედრას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თათბირზე შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

გიორგი მღებრიშვილმა, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ ახალი დავალებები მისცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics