12:05 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-29 17:33:21, 1864 ნახვა

საზოგადოება
მეუფე დავითი - ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც

დიდი მითქმა-მოთქმა არის, მინდა, გაგაფრთხილოთ და გითხრათ: ნუ მიაქცევთ ყურადღებას, - ამის შესახებ ქადაგებისას ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარმა მიტროპოლიტმა დავითმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პატრიარქობა არის „მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა“. მიტროპოლიტმა მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდა.

„დიდი მითქმა მოთქმა არის, მინდა, გაგაფრთხილოთ და გითხრათ: ნუ მიაქცევთ ყურადღებას ტელევიზიებში ათას რამეს ჰყვებიან, ათას რამ გეგმას დასახავენ. ბევრ კანდიდატს დაასახლებენ, მიჰყვებიან ყველა თითქოს მნიშვნელოვან ამბავს, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არის თქვენი სულიერი დაბნეულობისა და სიბრმავის შესაქმნელად. თქვენ უნდა იცოდეთ, სახარებიდანაც შეგახსენებთ - უფალი გვაფრთხილებს, „მოვა დრო, როცა იტყვიან აქ არის ქრისტე, იქ არის ქრისტე“. ნუ დაუჯერებთ ნურავის, ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება, ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის - უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა, ამიტომ ყველას გვმართებს დღეს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცდება, მას უნდა ჰქონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს. არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც”, - განაცხადა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

საკვირაო წირვა ალავერდის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა დავითმა სხვა მღვდელმსახურებთან ერთად აღასრულა, რის შემდეგაც პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics