11:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-01 23:25:34, 7905 ნახვა

სხვადასხვა
სამთავრობო პროპაგანდისტული მედია დებატებს იწყებს, იმედზე წამყვანი ანიკაშვილი იქნება, R2-ზე - რეზი ჭიჭინაძე

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის პერმიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, ცნობილი გახდა, რომ დებატების ფორმატი სამთავრობო პროპაგანდისტულ TV იმედსა და რუსთავი 2-ზე თებერვლიდან დაიწყება.

იმედის ინფორმაციით, დებატები ეთერში კვირაში ერთხელ გავა.

"არხი თავისუფალ ტრიბუნას დაუთმობს ყველას, ვინც მზად არის არგუმენტირებული მსჯელობისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან ერთად, რუსთავი 2-ის ცნობით, "დებატები" ტელეარხზე ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, 22 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ირაკლი კობახიძემ წერდა, რომ "იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს", უნდა მისცენ საშუალება, "საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics