09:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-22 10:57:33, 1758 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 105 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 105 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„22 მაისს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან 05:30 საათამდე, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 105 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 35 დრონი - მოსკოვის ოლქში ჩამოაგდეს.

ამასთან, 14 დრონი ჩამოაგდეს ორიოლის ოლქში, 12 - კურსკში, 11 - ბელგოროდში, 10 - ტულის ოლქში, 9 - კალუგის ოლქში, 7 - ვორონეჟში, 3 - ლიპეცკის ოლქში, 3 - სმოლენსკის და 1 ბრიანსკის ოლქში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics