18:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 15:15:20, 980 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: ის პრობლემები, რაც პატრიარქმა ეპისტოლეში წამოჭრა, ყურადსაღები და გასათვალისწინებელია

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს გამოეხმაურა.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პრობლემები, რაც პატრიარქმა ეპისტოლეში წამოჭრა, ყურადსაღები და გასათვალისწინებელია.

ნარმანიას თქმით, თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველა ოჯახი იყოს ეკონომიკურად და სოციალურად ძლიერი, რათა ის პრობლემები, რაზეც პატრიარქის ეპისტოლეშია საუბარი, აღმოიფხვრას.

„პატრიარქის ეპისტოლე ყურადსაღებია და მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ერთი ადამიანი ოჯახში მეორის მიმართ შეცდომას უშვებს, ეს არ ნიშნავს, რომ მეორე ადამიანმაც შეცდომის ნიადაგზე აგრესიით უპასუხოს. ოჯახში ეს პრობლემები, რაც პატრიარქმა ახსენა, რა თქმა უნდა, ძირითადად სოციალური სიდუღჭირით არის გამოწვეული. სწორედ ამის მიმართ მუშაობს თბილისის მერია, რათა იმ პროგრამებში, რომელიც სოციალური მიმართულებით არის დანერგილი, ყველა ადამიანი ჩაერთოს და საერთო ჯამში აღარ იყოს ის პრობლემები, რაც პატრიარქმა ახსენა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics