2024-06-20 16:53:52, 605 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერი ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლებს და სპეციალისტებს შეხვდა
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან ერთად ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლებს და სპეციალისტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ისაუბრეს თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ, მერმა სპეციალისტებისგან მოისმინა თემში არსებული პრობლემური საკითხები და ადგილზე იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.
„თათბირის შემდეგ, მერმა მოქალაქეთა მიღება გამართა. მოისმინა მათ მიერ, დასმული საკითხები და საკითხების შესწავლის ასევე, კომისიურად შემოწმების შემდეგ შესაბამის დახმარებას გაუწევს.
გასვლითი თათბირი ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),