17:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-29 00:29:14, 2023 ნახვა

სპორტი
პირველი ოქროს მედალი ფიგურულ ციგურაობაში - ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია

ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. მოკლე პროგრამაში შესანიშნავი ასპარეზობისა და პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, დღეს საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში – 130.10, საერთო ჯამში კი 199.91 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

დღეს მოგვიანებით ასევე ყინულზე გავლენ მოცეკვავე წყვილები – გიორგი რევია და მარია კაზაკოვა, რომლებიც პირველი გამოსვლის შემდეგ მე-8 ადგილზე არიან. ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ასევე მიიღეს მონაწილეობა ნიკა ეგაძემ და მორის ყვითელაშვილმა, რომლებიც, შესაბამისად, მე-7 და მე-16 ადგილზე გავიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics