07:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 19:15:36, 1836 ნახვა

კომენტარი
ხელაშვილი - არც ერთი ქვეყანა არ გზავნის მოხალისეებს უკრაინაში, ქართული რადიკალური ოპოზიციაა,ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს სიხარულით მოუწოდებს

არც ერთი ქვეყანა არ გზავნის მოხალისეებს პირდაპირ უკრაინაში. მეტიც, ისინი არ ეხმარებიან მოხალისეებს, რომ წავიდნენ და იომონ უკრაინაში, ვინაიდან პოლიტიკურად ყველა მთავრობისთვის წამგებიანია, პირდაპირი პოლიტიკური დარტყმაა ნებისმიერი ხალხისთვის, როდესაც მათი მოქალაქეები იღუპებიან საზღვარგარეთ, - ამის შესახებ ტვ „იმედის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამისკენ სიხარულით მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, ეს არის ქართული რადიკალური ოპოზიცია.

"რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნების პოზიციას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ, რომ ვისაც შეუძლია, განსაკუთრებით ნატო-ს ქვეყნებს, რომლებსაც ამერიკის ბირთვული ქოლგა იფარავს, ისინი აქტიურად ეხმარებიან უკრაინას შეიარაღებით, მაგრამ თუ დააკვირდებით, არც ერთი ქვეყანა არ გზავნის მოხალისეებს პირდაპირ უკრაინაში. მეტიც, ისინი არ ეხმარებიან მოხალისეებს, რომ წავიდნენ და იომონ უკრაინაში, ვინაიდან პოლიტიკურად ყველა მთავრობისთვის წამგებიანია, პირდაპირი პოლიტიკური დარტყმაა ნებისმიერი ხალხისთვის, როდესაც მათი მოქალაქეები იღუპებიან საზღვარგარეთ, ამიტომ, არც ერთი მთავრობა ამას არ აკეთებს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, შეიძლება ითქვას, რომელიც ამისკენ სიხარულით მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, ეს არის ქართული რადიკალური ოპოზიცია“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics