2015-01-26 16:16:16, 1322 ნახვა
მსოფლიო
ევროსაბჭომ რუსული საპარალამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ სცნო
ევროსაბჭომ, ზამთრის საპარლამენტო სესიაზე ასამბლეის რუსული დელეგაციის უფლებამოსილება არ სცნო.
ამის შესახებ ინიციატივა დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წევრმა რობერტ ვოლტერმა წამოაყენა.
ვოლტერის თქმით, ის ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სანქციების გაუქმებას და უფლებამოსილების აღდგენას.
"ვეწინააღმდეგები რუსეთისთვის სანქციების გაუქმებას და უფლებამოსილების აღდგენას. მინდა ვთქვა, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო პრინციპებს და არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც ოკუპირებული აქვს სხვა ქვეყნის ტერიტორია, ამიტომ სანქციები უნდა გაგრძელდეს,"- განაცხადა რობერტ ვოლტერმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოში რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან