08:36 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 10:36:57, 1339 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს, ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე. 15 პაციენტიდან 14-თან მივიღეთ ნეგატიური პასუხი და ერთი პაციენტის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ქვეყანაში კორონავირუსის 34  დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. კარანტინის რეჟიმში – 1008 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 64.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics