2015-01-23 11:52:39, 1282 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ავსტრიის დედაქალაქში მიმდინარე Euromoney-ის ფორუმის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ორმხრივი შეხვედრები გამართა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფროამციით, ფინანსთა მინისტრი და მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა ცნობილი ბანკებისა და საინვესტიციო ორგანიზაციების: Societe Generale -ის, Deutsche Bank-ის, Barclays-ის და Banca IMI-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, მიმდინარე ეკონომიკური პროცესები. აგრეთვე, ისაუბრეს ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე.
ფორუმის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ასევე ინტერვიუ მისცა ჟურნალ Euromoney-ის, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება Euromoney-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან