12:30 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 17:41:41, 2440 ნახვა

კომენტარი Lifestyle
სააკაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე 2003 წლიდან გადაიდგა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას ულოცავს.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ეს არის თავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

"ევროპულ ოჯახში დაბრუნებით ასრულდა ქართველი ხალხის მრავალი თაობის ურყევი ნება. ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე გადაიდგა 2003 წლიდან, მაშინ, როდესაც იმედგაცრუებულმა ხალხმა კვლავ ირწმუნა ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრების პერსპექტივა. 

ვარდების რევოლუცია იყო ის ფუნდამენტი, რომელმაც შეუქცევად პროცესად აქცია ქართველი ხალხის თავისუფალი სამყაროსკენ სწრაფვა. ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა უპირველესად ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისათვის და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობას, მიიღონ განათლება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში და თავისუფლად იმოგზაურონ ევროპულ სახელმწიფოებში. 

ამასთან, ჩვენ ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში გაღარიბებულმა მოსახლეობამ ყოველდღიური სარჩოს საძიებლად დატოვოს ქვეყანა. 

ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქის მმართველობიდან ჩამოშორება,რათა წარმატებული და განვითარებული საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
მჯერა, საქართველო გამოიყენებს ამ უნიკალურ შესაძლებლობას ქვეყნის გაძლიერებისთვის, დემოკრატიული განვითარებისათვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის", - წერს სააკაშვილი. 

ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ აღმართავენ 2004 წელს პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშას. 

"ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც 13 წლის წინ ევროკავშირის დროშა აღვმართეთ. ეს 2004 წელს მოხდა", - აღნიშნავს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics