2015-03-31 11:57:36, 998 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე საარტილერიო საველე სწავლება დასრულდა
ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე II ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების დასკვნით ფაზაზე საარტილერიო ბატალიონის ასეულმა საბრძოლო სროლები D-30 ტიპის ქვემეხებიდან აწარმოა. სამიზნე მანძილი 6-დან 7 კილომეტრამდე მერყეობდა.
სამ ფაზად დაგეგმილი საარტილერიო მომზადების ამოცანას ასეულის შეფასება წარმოადგენდა. სწავლების მეორე ფაზა 17 მარტს დაიწყო და მასში 63 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
სპეციალურად ამ სწავლებისთვის ბატალიონის პირადი შემადგენლობიდან შემფასებელთა ჯგუფია გამოყოფილი, რომლებსაც შესაბამისი საფუძვლიანი მომზადება აქვთ გავლილი. ბატალიონში შემავალი ასეულები ეტაპობრივად შეფასდებიან.
გეგმიური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით მომავალშიც იგეგმება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან