22:23 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-18 19:44:03, 1692 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის ვიზის მისაღებად $15,000-ის დეპოზიტი საქართველოს მოქალაქეებსაც მოეთხოვებათ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 50 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში ვიზიტისთვის ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთებისას $15 000-ის ოდენობის დეპოზიტი ექნებათ გადასახდელი.

Reuters-თან ანონიმურობის პირობით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ჩამონათვალს ემატება 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ძირითადად კი - აფრიკის ქვეყნები.

ვიზის დეპოზიტის პროგრამაში ახლად დამატებული ქვეყნებია: საქართველო, კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთი, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები და ტუნისი.  

გაფართოებული ვიზის დეპოზიტის პროგრამა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს $15,000-ის გადახდას ავალდებულებს, როგორც საქმიანი (B1), ასევე ტურისტული (B2) ვიზების მისაღებად - ძალაში 2 აპრილიდან შევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა Reuters-თან თქვეს, რომ დეპოზიტი დაუბრუნდება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვიზის პირობების შესაბამისად დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში, ან საერთოდ არ გაემგზავრებიან აშშ-ში. 

ვიზის დეპოზიტის პროგრამაში შემდეგი ქვეყნები შედიოდნენ: ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო ვერდე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დ’ივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ფიჯი, გაბონი, გამბია, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, მალავი, მავრიტანია, ნამიბია, ნეპალი, ნიგერია, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია და ზიმბაბვე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics