13:54 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-23 10:56:38, 1793 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილის პრემიერი - ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა

ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება, - ამის შესახებ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტიის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს საქართველოში, რადგან არ შეიძლება, 50 რადიკალი ძალადობდეს 1 700 000 ადამიანზე.

„ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება. რა თქმა უნდა არ უნდა მოვდუნდეთ, ყურადღებით გავაგრძელოთ მუშაობა. საბოლოო ჯამში, რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება, 50 რადიკალი ძალადობდეს 1 700 000 ადამიანზე. ამის წინააღმდეგ ამოქმედდა კანონმდებლობა და ვხედავთ რომ დაიწყო ეფექტურად მუშაობა ახალმა კანონმა", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics