14:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-07 00:53:46, 1995 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - კალასმა და კოსმა ისეთი განცხადება გააკეთეს თავის მოჭრაა

"კალასმა და კოსმა ისეთი განცხადება გააკეთეს თავის მოჭრაა" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, "სირცხვილია, დამხობის მცდელობის ფონზე, რომ კიდევ შეკრების თავისუფლებაზე ლაპარაკობენ და დამხობის მცდელობას რომ არ ახსენებენ". 

გვერდზე გადავდოთ ემოციები, გადავტვირთოთ ურთიერთობები. ხვალვე ჩამოვართმევთ ჰერჩინსკის ხელს, ხვალვე ჩამოვართმევთ იმ პრესსპიკერს, ამ კალასს და კოსს, რომლებმაც თავის მოჭრაა მართლა ისეთი განცხადება გააკეთეს, დამხობის მცდელობის შემდეგ. მართლა თავის მოჭრაა. 

დამხობის მცდელობის ფონზე, რომ კიდევ შეკრების თავისუფლებაზე მელაპარაკები და დამხობის მცდელობას რომ არ ახსენებ, კი იმაზეა კი ბატონო ლაპარაკი, მარა რო არ ახსენებ და ამაზე რომ გადა... ეს ხომ თავის მოჭრაა, ეს სირცხვილია. თან მანამდე, როდესაც შენ პრესსპიკერს აქვს გაკეთებული განცხადება, რითაც მხარი დაუჭირა დამხობის აქციას. 

ნუ ეს რა თქმა უნდა, თავის მოჭრაა, მაგრამ ჰერჩინსკი, პრესსპიკერი, კალასი, კოსი, თუ ნებისმიერი სხვა, მზად ვართ, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი. რატომ იმიტომ, რომ ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics