2015-01-29 17:32:49, 1219 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წევრობის მიზანშეწონილობას განიხილავს
რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წევრობის მიზანშეწონილობას განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.
„თუ რუსეთის დელეგაციას საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება არ აქვს, ასეთ ვითარებაში, ჩვენ მუშაობის აზრს ვერ ვხედავთ. წლის ბოლოსთვის ჩვენ შესაძლოა ევროპის საბჭოს წევრობაზეც დავფიქრდეთ. საჭიროა, ყოველგვარი თანამშრომლობა შევწყვიტოთ ამ ევროპელი ბიუროკრატების ორგანიზაციასთან, რომელმაც მთელი ავტორიტეტი დაკარგა. უმრავლესობა საპარლამენტო ასამბლეაში, უბრალოდ უზრდელურად იქცევა“, - განაცხადა ნარიშკინმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რუსეთის დელეგაციას წლის ბოლომდე ხმის უფლება ჩამოართვა და ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოებში წევრობა შეუჩერა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან