14:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 17:10:30, 3548 ნახვა

კულტურა
ჩინეთში ქართული კულტურის სახლი გაიხსნება

ჩინეთში, ქალაქ ივუში, ქართულ–ჩინური პროექტის ფარგლებში, ქართული კულტურის სახლი გაიხსნება. 
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კულტურის სახლი ჩინეთის სავაჭრო ჰაბში, 3000 კვადრატულ მეტრზე  განთავსდება და ის ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 
 ხუთსართულიანი შენობის სხვადასხვა სართულზე წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური სიმღერა, ცეკვა, ტრადიციული ქართული სამზარეულო, ქართული ღვინის საგამოფენო დარბაზი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ტურიზმის კულტურა და საინვესტიციო პოტენციალი.
„ქართული კულტურის სახლი, რომლის გახსნასაც ჩვენ ვგეგმავთ ქალაქ ივუში, წარმოადგენს მთლიანად ქართულ კულტურას - ღვინიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებით დამთავრებული. მოხარული ვართ, რომ შევხვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ყველა საკითხში მხარდაჭერა აღგვითქვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული კულტურის სახლი იქნება საქართველოს ფანჯარა მსოფლიოში“, - განაცხადა „სუოლუნ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა შიაოჯინ იიმ. 
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომპანიას, ქართველ პარტნიორებთან ერთად, ჩინეთში უკვე გახსნილი აქვს ქართული ღვინის სახლი. ჩინეთში ხორციელდება ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტი.
ქართული კულტურის სახლის პროექტს „სუოლუნ ჯგუფი“ ჩინეთში „თბილინვესტ ჯგუფთან“ თანამშრომლობით განახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics