10:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 02:30:14, 1504 ნახვა

თამარ ჟვანია -წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში

წინასწარი მონაცემებით, შესაძლებელია, მეორე ტური გაიმართოს მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა.

როგორც მან "საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, ახლახანს დასრულდა მცხეთაში, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა და ქსნის ციხეში მაჟორიტარული ნაწილი შედეგების გაუქმდა.

„სულ ახლახანს მცხეთაში დასრულდა საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა. მიუხედავად იმისა, რომ იყო საჩივრები, მაგრამ არასწორად შეტანილი და განუხილველად დარჩა, თავისი ინიციატივით, ამ შემთხვევაში ქსნის ციხის შედეგებს ეხება საკითხი, საოლქო საარჩევნო კომისიამ შეისწავლა საკითხი, გადაამოწმა შედეგები და მონაცემები. დღეს ზუსტად რამდენიმე წუთის წინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ციხეში მაჟორიტარული ნაწილი შედეგების გაუქმდა, რაც ფაქტობრივად იწვევს წინასწარი მონაცემებით ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური ასევე გაიმართოს მცხეთის, ამ შემთხვევაში იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც მცხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია კურირებს. წინასწარი მონაცემებით ასე იკვეთება, რადგან მაჟორიტარული შედეგი ამ უბანში, რომელიც იყო დახლოებით 600-მდე ხმა, არასწორად იყო გაცემული ბიულეტენები, რადგან რეგისტრაციის მიხედვით არ ეკუთვნოდათ სპეცსიაში მყოფ ამომრჩევლებს. საოლქო საარჩევნო კომისიამ გააბათილა ეს შედეგი, რის შედეგადაც შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. მივყვებით სამართლებრივად ყველა პროცესს“,- განაცხადა ჟვანიამ.

მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის ოლქში პირველ ადგილზე გავიდა "ქართული ოცნების" კანდიდატი შალვა კერესელიძე, ხოლო მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics