10:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-30 23:27:34, 1024 ნახვა

ირინკა ბარათაშვილი - უნდა მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ ნომერი 8, რათა დაისაჯონ დამნაშავეები!

"პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრული ორგანიზაციის წევრი ირინკა ბარათაშვილი "ქართული ოცნების" მიერ გაცემულ დაპირებებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მათი მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დასჯა იყო, რომლებიც საშინელ დანაშაულებებს სჩადიოდნენ, თუმცა, "ქართულმა ოცნებამ" ეს დაპირება არ შეასრულა და მეტიც, "პატრიოტთა ალიანსის" მიერ პარლამენტში შეტანილ რეზოლუციას, რომელიც სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე რეჟიმის დასჯას გულისხმობდა, ხმა არ მისცა.

ირინკა ბარათაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე და შემოხაზოს ნომერი 8, რათა დაისაჯონ დამნაშავეები და აღმოიფხვრას უსამართლობა.

"2012 წელს როცა "ქართული ოცნება" მოდიოდა მთავრობაში, მათი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დასჯა, რომლებიც საშინელ დანაშაულებებს სჩადიოდნენ. ამ მიმართულებით ვიტყვი, რომ დღეს კი არ დაისაჯნენ, არამედ სწორედ "ქართულმა ოცნებამ" დანიშნა ის მოსამართლეები უვადო ვადით, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს მოღვაწეობდნენ, რაც კატასტროფაა! ასევე მინდა ვთაქვა, რომ ქალბატონმა ირმა ინაშვილმა არაერთხელ შეიტანა რეზოლუცია პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დასჯას, მაგრამ სწორედ "ქართულმა ოცნებამ" არ დასაჯა და არც ხმა არ მისცა ამ რეზოლუციას. მინდა მივმართო "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს, თუ, რა თქმა უნდა, დარჩნენ ისევ ქვეყანაში ასეთები, მინდა გაიხსენოთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ ჩადენილი დანაშაულებები და ის ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში იყვნენ მოკლულები და გათელილები, ასევე მინდა გავიხსენო ის ფაქტი, რომელიც ციხის კადრებს ეხება - არაერთმა ევროორგანიზაციამ აღიარა, რომ ეს იყო დანაშაული, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" ირწმუნება, რომ ეს იყო სისტემის მარცხი, რაც ძალიან გასაბრაზებელია, ამიტომ ხვალ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დამნაშავეების დასჯას და უსამართლობის აღმოფხვრას უნდა მივცეთ ხმა!" - განაცხადა ირინკა ბარათაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics