2015-01-28 13:44:11, 1132 ნახვა
მსოფლიო
კიმ ჩენ ინი საცხრამაისოდ მოსკოვში ჩავა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის ხელისუფლების მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს.
თუ კიმი მოსკოვში ჩავა, ეს მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საზღვარგარეთ პირველი ვიზიტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების 70-ე წლისადმი აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასაწრებად, მოსკოვში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები არიან მიწვეულნი.
თუმცა, ამჟამად ცნობილია, რომ მოსკოვში ვიზიტზე უარი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა დევიდ ქემერონმა და ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან