21:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 15:01:52, 12135 ნახვა

Lifestyle
ნიკოლ კიდმანი: სილამაზის საიდუმლო მეუღლისგან გადმოვიღე

52 წლის "ოსკარის" მფლობელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი თითქმის მთელი კარიერის მანძილზე ჰოლივუდის ულამაზეს ქალებს შორის ტოპ-ადგილებს იკავებს.

მისი სილამაზით მოხიბლული თაყვანისმცემლები კიდმანს ხშირად ეკითხებიან, თუ რა პროცედურებს მიმართავს ის სახის კანის ტონუსში მოსაყვანად. მსახიობი დიდი ხნის მანძილზე მალავდა იმ ფაქტს, რომ ის პლასტიკური ქირურგების ხშირი სტუმარი გახდა, აგრეთვე მალავდა საკუთარი კოსმეტოლოგის ვინაობას და ზოგადად არ საუბრობდა თავის მოვლაზე - ერთადერთი რამ, რაც შეიძლება ჩაითვალოს მისი მხრიდან გულწრფელობაზე არის ის, რომ მთელი კარიერის მანძილზე მსახიობი აერობიკით დაკავებას ყველას ურჩევდა.

რამდენიმე დღის წინ კიდმანმა ინტერვიუ ბრიტანულ "PEOPLE"-ს მისცა, რომელშიც მსახიობმა თავის მოვლაზე ისაუბრა, აგრეთვე ახსენა წარუმატებელი რინოპლასტიკა და საკუთარი სილამაზის მთავარი საიდუმლო გაამხილა. მსახიობის თქმით, ის დღეში 3 ლიტრამდე წყალს სვავს. ამაში მას სპეცილური პროგრამა ეხარება, რომელიც დაახლოებით საათში ერთხელ ახსენებს, რომ სითხის მიღების დრო მოვიდა. მსახიობმა არ დაუკონკრეტებია დისტილირებულ წყალს ანიჭებს უპირატესობას თუ მინერალურ. ინტერვიუში კიდმანმა აღნიშნა, რომ ეს თვისება ქმრისგან, მომღერალ კიტ ურბანისგან "გადმოიღო".

"როგორც ალბათ ყველა სკანდინავიური ტიპაჟის მქონე ადამიანის , ჩემი კანიც ძალიან მშრალი და მგრძნობიარეა, მას მუდმივი დატენიანება და კვება სჭირდება, აგრეთვე სახლიდან მზისგან დამცავი კრემის გარეშე არ გამოვდივარ", - ამბობს კიდმანი ინტერვიუში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics