12:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 18:27:29, 941 ნახვა

რეგიონი
სოფელ რუხში სასათბურე მეურნეობა გაიხსნა

სამეგრელოს რეგიონში, კონფლიქტისპირა სოფელ რუხში სასათბურე მეურნეობა გაიხსნა. პროექტი აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივითა და საქართველოში იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის 92 ათას დოლარზე მეტი დაიხარჯა.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია,  იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი ლევან შონია ესწრებოდნენ. 

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა,  ბოლო  წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოში  სათბურების რაოდენობა 7 400 - დან  13 500-მდე გაიზარდა. 
,,აღნიშნული სასათბურე მეურნეობა  საქართველოსა და იაპონიის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობას შუწყობს ხელს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
სასათბურე მეურნეობაში სხვადასხვა სახის ბოსტნეულის წარმოებასთან ერთად,  კოლხური ბზის კორომებსაც გამოიყვანენ. მეურნეობაში დასაქმებულთა უმეტესობა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია.  

„საქართველო და იაპონია მჭიდროდ  თანამშრომლობენ. იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით საქართველოში არაერთი პროექტი ხორციელდება. იაპონია მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და რეგიონის მოსახლეობისთვის  პროექტების განხორციელებას.  აღნიშნული პროექტი, რომლის ფარგლებშიც  სასათბურე მეურნეობა გაიხსნა,  ხელს შეუწყობს რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.   აღნიშნული პროექტი  ორ ქვეყანას შორის გადებული მეგობრობის კიდევ ერთი ხიდია“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა, ტოშიო კაიტანიმ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics