|
2015-02-19 18:27:58, 622 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: "მაუწყებლობის შესახებ" კანონი გათვლილია იმაზე, რომ "რუსთავი2"-მა ფინანსური ზარალი განიცადოს
"მაუწყებლობის შესახებ" კანონი მხოლოდ "რუსთავი2"-თან არის დაკავშირებული, რომ როგორმე კომერციული და ფინანსური ზარალი განიცადოს,-ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თავად აბაშიძემ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით განხილვისას მხარი არ დაუჭირა. "მე წინააღდმეგი მივეცი ხმა ამ კანონს, რადგან ეს ყველაფერი დაკავშირებულია მხოლოდ ერთ ტელევიზიასთან, ეს არის "რუსთავი2", მიუხედავად იმისა, ვის მოწონს, ვის არ მოსწონს ეს ტელევიზია. საუბარია იმაზე, რომ ამ ტელევიზიამ განიცადოს კომერციული და ფინანსური ზარალი. ეს გადაწყვეტილება სწორედ ამაზე იყო გათვლილი, როდესაც ევრორეგულაციები, ევროდირექტივები უნდა ამოქმედებულიყო გარკვეული წლების განმავლობაში. დაჩქარებული წესით მიიღეს ეს კანონი და ნეტავი ჩვენი ხელისუფლება ცდილობდეს ევროდირექტივების სხვა მიმართულებით შესრულებას. ეს არის პირდაპირი დევნა ჩვენი ტელევიზიისა, რომელიც საქართველოშია",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. ცნობისთვის, პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 65 ხმით, 33ი-ს წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით, ახლებურად განისაზღვრა მთელი რიგი მუხლები, ახლებურად ჩამოყალიბდა ტერმინების - „კომერციული რეკლამა“ და „ტელეშოპინგი“ დეფინიციები. განისაზღვრა კომერციული რეკლამის მოცულობა კონკრეტულ შემთხვევებში. ტერმინთა განმარტებას ასევე დაემატა - პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება და შესაბამისი მუხლი აისახა კანონშიც. განისაზღვრა „სამაუწყებლო საათი“-ს განმარტება. დაზუსტდა სოციალური რეკლამა და ასევე ზოგიერთი სხვა დეფინიცია. განისაზღვრა სპონსორების შესახებ მითითების და სპონსორზე მითითების აკრძალვის რეგულაციები და კანონს ასევე დაემატა ჩამონათვალი იმ სახის პროგრამებისა, რომელთა სპონსორობაც იკრძალება.
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)