18:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-12 10:29:03, 2135 ნახვა

საზოგადოება
სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების შედეგად ხუთი სახლი დაინგრა, მოხდა 38 ოჯახის ევაკუირება

ტყიბულის მერის, დავით კუბლაშვილის ინფორმაციით, სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა.

როგორც მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 38 ოაჯხის ევაკუაცია განხორციელდა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით უზრუნველყოფას

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, კერძოდ, ეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესები განვითარდა, დაინგრა ხუთი სახლი. მოვახდინეთ 38 ოჯახის ევაკუირება. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ გვყავს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით უზრუნველყოფას.

ადგილზე მობილიზებულია იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური. მუშაობენ ასევე გეოლოგები და დგინდება გამომწვევი მიზეზები“,- განაცხადა ტყიბულის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics