2015-02-13 13:02:32, 599 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გარემოსდაცვით პროექტებში მიღებენ მონაწილეობას
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გარემოსდაცვით პროექტებში მიღებენ მონაწილეობას.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მოაწერეს.
ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები, სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთოების დეპარტამენტში სტაჟირებას გაივლიან. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, კი სტუდენტები ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩაერთვებიან.
გარდა ამისა, უწყების ხელმძღვანელებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან