2015-02-05 13:54:55, 610 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი „პანორამა თბილისის" პროექტის განხილვაში პოლიტიკური მიზნით ჩართულობის წინააღმდეგია
ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მომხრეა, რომ „პანორამა თბილისის" პროექტის განხილვაში ჩართულობა იყოს, თუმცა ის ამის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ მე ამ პროექტის მომხრე ვარ. ვფიქრობ ჩვენი ქვეყნისთვის ეს ინვესტიცია მნიშვნელოვანია. მე რა თქმა უნდა ჩართულობის წინააღმდეგი არ ვარ, მომხრე ვარ რომ პროცესი იყოს ღია, თუმცა განსაზღვრული პოზიციებით ადამიანების მოსვლის და ამის პოლიტიკური მიზნის გამოყენების წინააღმდეგი ვარ“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, პროექტი „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით განხილვები ეკონომიკის სამინისტროში გაგრძელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან